Wednesday, July 12, 2017

პროექტის კითხვარი

1. პროექტის  სახელწოდება: ჰაერის   დაბინძურება

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2  წინადადებით :  მოსწავლეები   ინგლისურ  ენოვანი  წყაროებიდან  გაეცნობიან რა იწვევს  ჰაერის დაბინძურებას ,   რა შედეგები  შეიძლება  მოჰყვეს და  რა პრევენციული  ზომები  შეიძლება იქნას   მიღებული.


3. პროექტის აქტუალობა : მოსწავლეები გააცნობიერებენ ჰაერის  დაბინძურების   საფრთხეებს, გაიმდიდრებენ ინგლისური  ენის ლექსიკას პროექტზე  მუშაობის  პროცესში, პრეზენტაციის  გაკეთების  დროს  განუვითარდებათ  ლაპარაკის  და  მოსმენის  უნარები.

4. პროექტის მიზნები : მოსწავლეები შეძლებენ ინგლისურ  ენოვანი  წყაროებიდან ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში  ჰაერის  დაბინძურების  შესახებ.  აიღებენ  ინტერვიუებს  ბიოლოგიის  მასწავლებლებთან  და სკოლის  ეკო  კლუბის  წარმომადგენლებთან. გააკეთებენ პოსტერებს და  ბუკლეტებს.  ინგლისურ ენაზე   მოამზადებენ    პრეზენტაციას   და  წარუდგენენ  თანატოლებს.    


5.მონაწილეთა  ასაკი: 14 - 15  წელი.

6. პროექტის ხანგრძლივობა : 2 კვირა.

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები . რაც შეიძლება  შეიქმნას: ბუკლეტები . პოსტერები.

8.პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი რესურსები:https://en.wikipedia.org/wiki/Air_pollution, თაბახის   ფურცლები, მარკერები.

9.პროექტის  მსვლელობა:  კლასს  გავაცნობ  პროექტის იდეას.    დავყოფ  ორ ჯგუფად. .ერთი  ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში  ინგლისურენოვანი  წყაროებიდან თუ  რა იწვევს ჰაერის  დაბინძურებას.  ხოლო  მეორე ჯგუფი  აიღებს  ინტერვიუს ბიოლოგიის  მასწავლებლებისგან და  სკოლის  ეკო  ჯგუფისგან  რა  შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჰაერის დაბინძურებას და  როგორ აისახება  ეს ჩვენს  ჯანმრთელობაზე.მოძიებულ  ინფორმაციას გაანალიზებენ და  გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებსაც  განათავსებენ საპრეზენტაციო პროგრამაში და  წარუდგენენ სასკოლო  საზოგადოებას  პროექტის  დახურვის  დღეს.




10.საგნებთან/ საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:  ბიოლოგია.  ისტ

11.პროექტის  ხელმძღვანელი: თამუნა თუშიშვილი

12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tamuna.tushishvili13@gmail.com

13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:





პროექქტის კითხვარი


Tourist Attractions of Georgia

London, England Travel Guide - Must-See Attractions